დღეს, 29 ოქტომბერს, განახლდება პოლიციელის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებულების, ოპოზიციის აქტივისტების, ლევან ლოლიაშვილისა და შალვა გოგინაშვილის სასამართლო პროცესი.
პროცესზე 20-მდე მოწმის, ძველი თბილისის რაიონის პოლიციისა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებს დაკითხავენ.
გოგინაშვილს 22 წლამდე, ლოლიაშვილს კი 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ლოლიაშვილის ინტერესებს ადვოკატები ელგუჯა ჩხაიძე და გელა ნიკოლაიშვილი იცავენ. გოგინაშვილს _ ლალი აფციაურია.
საქმე ეხება 2009 წლის 28 მაისს, ოპოზიციის მიტინგების პერიოდში ფურცელაძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს. პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავდნენ პოლიციელები და აქციის მონაწილეები.