დღეს, 27 აპრილს, 18:00 საათზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში "ეროვნული ფორუმის" მიერ ინიცირებული პროექტის - "ზუსტი საარჩევნო სიების შედგენისა და ხმის მიცემის პროცესის გაყალბებისგან დაცვის მექანიზმები" - პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ეროვნული ფორუმიდან" აცნობეს, პროექტს პარტიის თავმჯდომარე კახაბერ შარტავა და პოლიტიკური მდივანი ირაკლი მელაშვილი წარადგენენ.
პრეზენტაციას დაესწრებიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.