ოკუპირებული აფხაზეთის საბაჟო კომიტეტის წარმომადგენლლობამ იმ დოკუმენტების სია გამოაქვეყნეს, რომლებიც ენგურის ხიდზე მოწყობილი ე. წ. სასაზღვრო-საბაჟო პუნქტის ,,აფხაზეთიდან საქართველოს მიმართულებით” გადაკვეთის მსურველებმა თან უნდა იქონიონ.
ეს დოკუმნტებია:
1. აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი.
აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი, რომელიც ადასტურებს პირის მოქალაქეობას აფხაზეთის რესპუბლიკის გარეთაც.
- სსრკ-ს მოქალაქის პასპორტი, რომლიც გალის რაიონის მცხოვრებთათვის 1992 წლამდე არის გაცემული და მოქმედების ვადა 2015 წლის 31 დეკემბრამდე აქვს.
აფხაზეთის შინაგან სამეთა სამინისტროს მიერ გაცემული პასპორტის შემცვლელი დოკუმნეტი, იგივე ფორმა № 9.
დაბადების მოწმობა (14 წლამდე ბავშვებისთვის), სადაც აღნიშნულია, რომ ის აფხაზეთის მკვიდრს ეკუთვნის.
უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტი, რომელიც მის პირადობას მისი ქვეყნის გარეთაც ადასტურებს.
დაბადების მოწმობა (14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის), სადაც მითითებულია, რომელი ქვეყნის მკვიდრია ის.
- ბინადრობის უფლება აფხაზეთში მუდმივად მცხოვრებ პირთათვის, რომელთა მოქალაქეობაც განსაზღვრული არ არის.
რაც შეეხება ,,საქართველოდან აფხაზეთში” შესვლის მსურველებს, მათ უნდა ჰქონდეთ ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო სამსახურის მიერ გაცემული შემდეგი დოკუმენტები:
1.აფხაზეთის რესპუბლიკაში უცხო ქვეყნის მოქალაქის შესასვლელად გაცემული ნებართვა.
აფხაზეთის რესპუბლიკის ვიზა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტში ჩანართის სახით კეთდება.
სახელმწიფო საზღვრის მრავალჯერადი გადაკვეთის ნებართვა, რომელიც ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებზე გაიცემა.