იეზიდთა თემის ორგანიზებით, 16 ივნისს, იეზიდთა სასულიერო და კულტურული ცენტრი გაიხსნება.
გახსნის ცერემონიას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის წევრები, ერაყის ქურთისტანის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრები და დეპუტატები, ასევე მსოფლიოს 20 მდე ქვეყნდან ჩამოსული იეზიდები, რომელთა შორის არიან ბიზნესმენები, პოლიტიკოსები და სხვა ცნობილი ადამიანები.
ღონისძიებას ასევე დაესწრებიან საქართველოში წარმოდგენილი სხვადასხვა რელიგიური დენომინაციის წარმომადგენლებიც.
ცნობისთვის, აღნიშნული კულტურული ცენტრი და სამლოცველი პოსტსაბჭოთა სივრცეში უნიკალური შენობა -ნაგებობაა, რომელიც თბილისში აშენდა.