თბილისის სარკებულოს თავმჯდომარეობის "ქრისტიან-დემოკრატების" კანდიდატი ინგა გრიგოლია მმართველი გუნდის მიერ დედაქალაქის მერის პოსტზე გიგი უგულავას დასახელებას "სასაცილოდ" მიიჩნევს.
"სასაცილოა, რომ ხელისუფლება მერობის კანდიდატურასაც კი არ ცვლის, იმდენად მოსწონს მისი საქმიანობა", - ასე გამოეხმაურა გრიგოლია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ თბილისის მერის პოსტზე უგულავას კანდიდატურის ოფიციალურად წარდგენას.
ამასთან, მისივე განმარტებით, "დღეს - მმართველი გუნდის მიერ მერობისა და საკრებულოს მაჟორიტატი კანდიდატების წარდგენით ამ ხელისუფლების დასამარცხებლად სერიოზული ბრძოლა დაიწყო".
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის კანდიდატად გიგი უგულავა ცესკოში ოფიციალურად დღეს დარეგისტრირდა.