საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 30 აპრილს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით რუმინეთს ეწვევა.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან რუმინეთში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრება, სადაც შეხვედრებს უმაღლეს დონეზე გამართავს. ასევე, პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ-ტექნიკურ-სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება", - აღნიშნა ნინო კალანდაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი რუმინეთს 30 აპრილს ეწვევა. სააკაშვილი სამშობლოში 1 მაისს დაბრუნდება.