დღეს, 12:00 საათზე, თბილისის ყველა მეტროსადგურთან დაიწყება "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" მიერ ორგანიზებული პლაკატების გაკვრის აქცია, სახელწოდებით - "გაყალბებულია."
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აქციის ორგანიზატორებმა აცნობეს, "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ახალგაზრდული ფრთის ლიდერი, გიგა შავერდაშვილი 12:00 საათზე, რუსთაველის მეტროსთან, პლაკატების გაკვრის აქციას თავად უხელმძღვანელებს.