მმართველი პარტია თბილისის მერობის საკუთარ კანდიდატთან დაკავშირებით ცესკოში შესაბამის დოკუმენტაციას დღეს შეიტანს.
როგორც ჟურნალისტებს უმრავლესობის წარმომადგენელმა პავლე კუბლაშვილმა განუცხადა, შესაბამისი განაცხადი უკვე მომზადებულია და მას ცესკოში ცოტა ხანში, გიგი უგულავას მისვლისას წარადგენენ.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უგულავას მისვლას წუთი-წუთზე ელიან.
შეგახსენებთ, რომ ცესკოში თბილისის მერობის კანდიდატთა წარდგენის ვადა 30 აპრილს იწურება.