დღეს, 26 აპრილს, პარლამენტის ბიურო მორიგი პლენარული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს. პლენარული სხდომა, რომელიც 23 აპრილს უნდა გამართულიყო არ გაიმართა.
პარალმენტის ვიცე-სპიკერის გიგი წერეთელის განცხადებით, ამ დროისათვის განსახილველი საკანონმდებლო საკითხები თითქმის ამოწურულია და ამ მხრივ პარლამენტში არანაირი პრობლემა არ არის. გარდა წერეთლის თქმით, მთელი პოლიტიკური სპექტრი, როგორც ხელისუფლება ასევე ოპოზიცია, აქტიურ წინასაარჩევნო პროცესშია ჩართული და მიზანშეწონილად მიიჩნიეს რომ 23 აპრილს პლენარული სხდომა არ გამართულიყო.
"მორიგი პლენარული სხდომის გამართვის თარიღი კონსულტაციების შემდეგ ორშაბათის ბიუროს სხდომაზე გახდება ცნობილი", - აცახდებს წერეთელი.