დღეს, 26 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე თურქეთს ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებაში განუცხადეს, ვაშაძე ოფიციალურ ვიზიტს 27 აპრილს დაიწყებს და მის ფარგლებში პირველ შეხვედრას თურქ კოლეგა ახმედ დავითოღლუსთან გამართავს.
დღესვე გრიგოლ ვაშაძეს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი აბდულაჰ გიული მიიღებს.
საუბარი საქართველო-თურქეთს შორის ამ დროისთვის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში შექმნილ ვითარებას შეეხება.
ვაშაძე თბილისში 28 აპრილს დაბრუნდება.