დღეს, 26 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით იორდანიას ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრემიერის პრესსამსახურში განუცხადეს, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელს იორდანიელი კოლეგა მიიღებს.
სავარაუდოდ, შეხვედრები გაიმართება ადგილობრივი ბიზნესწრეების წამომადგენლებთანაც.
გილაური იორდანიაში ქვეყნის ეკონომიკურ გუნდთან ერთად გაემგზავრება.