"ალიანსმა საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს საბურთალოს მეორე ოლქის მაჟორიტარ კანდიდატად სალომე ზურაბიშვილის თანაგუნდელი ნათელა მაჭავარიანი წარადგინა.
როგორც ირაკლი ალასანიამ მაჭავარიანის წარგენაზე განაცხადა, მას შემდეგ, რაც იგი აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთო ნათელა მაჭავარიანია მისი პოლიტიკურ მეგობარი და მრჩეველია.
"ვამაყობ, რომ საბურთალოელების ინტერესებს საკრებულოში სწორედ ნათელა მაჭავარიანი დაიცავს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, "საქართველოს დღეს სწორედ ნათელა მაჭავარიანისნაირი ადამიანები სჭირდება".
"მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ მიუხედავად ჩემი ასაკისა, ყველა ჩემნაირი აქტიური იყოს. ვიყოთ აქტიურები, რათა გადავარჩინოთ ქვეყანა, არჩევნებით მოვიშოროთ ეს ხელისუფლება, რომ წართმეული ღირსება დავიბრუნოთ", - აღნიშნა ნათელა მაჭავარიანმა.