მმართველმა გუნდმა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის საკუთარი კანდიდატები ამჯერად გურიაში წარადგინა.
ამომრჩევლებთან შეხვედრა ოზურგეთის რაიონის ცენტრში შედგა. კანდიდატები გურულებს პარლამენის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა გააცნო.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გარდა, 30 მაისს ოზურგეთის რაიონში პარლამენტის შუალედური არჩევნებიც ჩატარდება. "ნაციონალურმა მოძრაობამ" დღესვე საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატობის კანდიდატიც დაასახელა.
"ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები ცნობილნი არიან თავიანთი საქმიანობით, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ გურიაში ბევრი რამ გაკეთდა, ჩვენ მაინც არ ვართ კმაყოფილნი. მმართველი გუნდის პრიორიტეტი კვლავ დასაქმებაა და ეს ჩვენი მუშაობის ქვაკუთხედი უნდა გახდეს", - განაცხადა მაჭავარიანმა.