ავღანეთის სამხედრო მისიისთვის შეერთებული შტატები რუსეთის ტერიტორიას სატრანზიტოდ აღარ გამოიყენებს. ოფიციალური განცხადება პენტაგონმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. საბრძოლო მისია შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში 2014 წელს დაასრულა. ამჟამად ავღანეთში 10 ათასამდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე რჩება.