დღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა საქართველოში ორთვინ ჰენიგმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით ჯალაღანიას.
ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა, რომელზედაც მხარეებმა განიხილეს საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ელჩს გერმანიის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის.
თავის მხრივ, ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანიის უცვლელი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობისადმი და გამოხატა მზადყოფნა ხელი შეუწყოს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას.