ბარაქ ობამას უფროსი ქალიშვილის ხელი სთხოვეს. პოტენციური სასიძო კენიელი იურისტი ფელიქს კიპრონოა, რომელიც აშშ პრეზიდენტს ქალიშვილის ხელის სანაცვლოდ 70 ცხვარს, 30 თხას და 50 ძროხას სთავაზობს. კიპრონოს თქმით, ის მალიაზე გულწრფელად არის შეყვარებული და ივლისში, როდესაც ობამა კენიას ეწვევა, თეთრი სახლის ლიდერს თავის გულის წადილს გააცნობს. „მე არ ვარ არც ხელისუფლებასა და არც ფულზე მონადირე. უბრალოდ, ძალიან მიყვარს მალია. მე მას სიამოვნებით ვასწავლიდი ძროხების მოწველას და სიმინდის ფაფის მომზადებას,“-აცხადებს კენიელი სასიძო.