მოსკოვმა ფრანგულ მისტრალებზე უარი საბოლოოდ თქვა. საგანგებო განცხადება რუსეთის სამხედრო-საწარმოო კომისიის თანათავჯდომარემ ოლეგ ბოჩკარევმა გააკეთა. „მისტრალებს აღარ მივიღებთ. ახლა ფრანგულ მხარესთან დიალოგი მხოლოდ ერთ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება გაიმართოს. ეს არის კონპენსაცია, რომელიც საფრანგეთმა ჩაშლილი კონტრაქტისთვის უნდა გადაგვიხადოს,“-აღნიშნა ბოჩკარევმა. მისტრალის სამხედრო გემები ფრანგულ მხარეს რუსეთისთვის გასული წლის ნოემბერში უნდა გადაეცა, თუმცა გარიგება უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ჩაიშალა.