ისრაელმა ღაზას სექტორი დაბომბა. საჰაერო დარტყმები მას შემდეგ განხორციელდა, რაც პალესტინელმა რადიკალებმა აშდოტის დასახლების მიმართულებით რამდენიმე რაკეტა გაისროლეს. ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ამ დრომდე არ გავრცელებულა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ ექსტრემისტულ დაჯგუფებას არ აუღია.