ერაყის არმიამ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო. სამთავრობო ძალები მასირებულ იერიშებს ქალაქ რამადიზე ახორციელებენ. ოპერაციაში შიიტი მოხალისეებიც არიან ჩართულნი. სახელისუფლო ძალებმა რამადიზე კონტროლი 17 მაისს დაკარგეს, რის შემდეგაც ქალაქზე კონტროლი ისლამური დაჯგუფების მებრძოლებმა დაამყარეს.