"ალიანსმა საქართველოსთვის" დიდი დიღმის მაჟორიტარ კანდიდატად დავით ზალკალიანის დაასახელა. დავით ზალკალიანის კანდიდატურის დიდი დიღმის მოსახლეობასთან პრეზენტაციას ~ალიანსის~ ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანიაც ესწრებოდა.
"დათოს აქვს უნარი თანხმობას მიაღწიოს დაპირისპირებულ მხარეებს შორის და ეს სჭირდება სწორედ დღეს ქართულ პოლიტიკას. დავით ზალკალიანი ჩვენი ღირსეული კანდიდატია, რომელიც ყველა ოჯახს გააცნობს ჩვენს პროგრამებს და დიდი დიღმის მოსახლეობასპრობლემების გადაჭრაში დაეხმარება", - განაცხადა ალასანიამ.
თავად ზალკალიანმა მისთვის უმთავრეს პრიორიტეტებად ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და დასაქმების პრობლემების მოგვარება დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ დავით ზალკალიანი 2008 წელს ბელორუსში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო.