სომხეთის სათვისტომო საქართველოს პარლამენტს თურქეთის მიერ სომხეთის გენოციდის ფაქტის აღიარებას სთხოვს. სომხეთის სათვისტომოს სახელით აღნიშნული თხოვნით წერილობითი ფორმით დავით ბაქრაძეს დღეს მიხეილ ავაქიანმა მიმართა.
ავაქიანმა წერილი პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს დღეს უკვე ჩააბარა და მასში აღნიშნულია, რომ 1915 წელს თურქეთის მთავრობამ გეგმად დაისახა სომეხთა განადგურება და მათ მიაღწიეს იმას, რომ თითქმის მთლიანად გაანადგურეს იმპერიის სომეხი მოსახლეობა.
"იმ პერიოდში სომეხთა წინააღმდეგ ისეთივე გენოციდი განხორციელდა, როგორსაც ადგილი ჰქონდა აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებში",- აღნიშნავს ავაქიანი.
მიხეილ ავაქიანის თქმით, თურქეთის მიერ სომეხთა გენოციდი 24 სახელმწიფომ სხვადასხვა დონეზე უკვე აღიარა და იმედი აქვს, რომ "სამართლიანობისათვის ბრძოლას საქართველოს პარლამენტიც შეუერთდება"