"ეროვნული საბჭოს" მერობის კანდიდატმა, ზვიად ძიძიგურმა წინასწარი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჯანდაცვის პროგრამის პრეზენტაცია გამართა.
როგორც ძიძიგურმა პრეზენტაციაზე აღნიშნა, მისი გამარჯვების შემთხვევაში, ქალაქის ბიუჯეტი მოსახლეობაზე იქნება ორიენტირებული და თბილისის ყველა პენსიონერი და მათი ოჯახები ჯანმრთელობის დაზღვევის ხარისხიან პაკეტს მიიღებენ.
"თბილისის ბიუჯეტიდან ჯანდაცვის პროგრამებზე 150 მლნ ლარი გამოიყოფა. მაგრამ ეს ფული სააკაშვილის დეკორატიული ხიდებისა და პრეზიდენტის მრავალმილიონიანი სასახლის მშენებლობას ხმარდება", - აღნიშნა ძიძიგურმა.
"ეროვნული საბჭოს" წარმომადგენლებმა ჯანდაცვის პროგრამის პრეზენტაცია სიმბოლურად ახალი "მშვიდობის ხიდისა" და პრეზიდენტის სასახლის ფონზე გამართეს. პრეზენტაციას "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელიც დაესწრო.