ისრაელის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ეჰუდ ოლმერტს სასამართლომ 8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალად კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობა წაუყენეს. ბრალდების მხარის მტკიცებით, 1993-2002 წლებში ოლმერტს იერუსალიმის მერის პოსტზე ყოფნისას ბიზნესმენები სოლიდურ თანხებს ურიცხავდნენ, რასაც ის მშენებლობებისა და პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა. დაცვის მხარე სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.