წინასწარი მონაცემებით, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, ოპოზიციონერი კანდიდატი ანჯეი დუდა იმარჯვებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დუდამ ამომრჩეველთა ხმების 53 პროცენტი მიიღო, მოქმედმა პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ - 47 პროცენტი.
ასევე, ეგზიტპოლების თანახმად, არჩევნებზე გამოცხადების მაჩვენებელმა 56,1%შეადგინა.
ანჯეი დუდა ლეხ და იაროსლავ კაჩინსკების პარტია პრავო ი სპრავედლივოსტს (PiS) წარმოადგენს.
ევროპარლამენტის წევრი, პროფესიით იურისტი, 43 წლის დუდა მანამდე იყო პოლონეთს სეიმის დეპუტატი, ასევე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ადმინისტრაციასა და იუსტიციის სამინისტროში.
ბრონისლავ კომოროვსკიმ განაცხადა, რომ იგი ქვეყნის არჩევანს პატივს სცემს. მან ანჯეი დუდას გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა.
შემოდგომაზე პოლონეთში სეიმის არჩევნები გაიმართება, მთავრობას არჩვენებში გამარჯვებული პარტია დააკომპლექტებს.