ჯიჰადისტები მათ მიერ დაკავებულ პროვინციებში არნახილ სისასტიკეს იჩენენ. სირიულ პალმირაში ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა სიკვდილით 217 ადამიანი დასაჯეს. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. ისტორიულ ქალაქზე ისლამისტებმა კონტროლი გასულ კვირას დაამყარეს. პალმირაში მათ 600-მდე სამხედრო მოსამსახურეც დაატყვევეს.