ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე აგრძელებს საქართველოსთან ურთიერთობების გამწვავებას. ლიტვის პრეზიდენტმა საქართველოში ჩამოსვლაზე მაისის ბოლოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და ოფიციალური თბილისის მიწვევაზე უარი თქვა. ინფორმაციას ამის შესახებ "Kauno diena" ავრცელებს და იქვე მიუთითებს, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს და ეს თარიღი ქართველებისათვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ლიტველებისთვის 16 თებერვალი.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამ საზეიმო ღონისძიებაზე სხვა და სხვა ქვეყნის ლიდერები დაპატიჟა, რომლებსაც საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობები აქვთ. მიწვეულები არიან ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მიწვეულ სტუმართა უმრავლესობამ დაპატიჟება მიიღო.
აღნიშნული მოსაწვევი მიიღო ასევე ლიტვის პრეზიდენტმა, რომელზეც მოკლე პასუხი გასცა: "არა".
"უბრალოდ, ამ დროისათვის ჩვენ სხვა გეგმები გავაჩნია", _ განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა დარიუს სემაშკამ. თუმცა რა გეგმებია ეს არ დააკონკრეტა.
კითხვაზე, ლისტვის პრეზიდენტის უარი ხომ არ არის განპირობებული იმით, რომ არ განაწყენდეს რუსეთის პრემიერ-მინისრი ვლადიმერ პუტინი, რომელიც 1-2 ივლისს შესაძლოა ვილნიუსს ეწვიოს, სემაშკამ განაცხადა: "ნამდვილად არა, ეს ორი რამე ურთიერთკავშირში არ არის".