პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი თავდასხმას გადაურჩა. როგორც უცხოური პრესა წერს, ინცინდენტი ქალაქ ტორუნში წინასაარჩევნო კამპანიის დროს მოხდა.
უფრო კონკრეტულად კი პრეზიდენტზე თავდასხმა მოხდა მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ამომრჩევლებთან შეხვედრაზე მივიდა, სწორედ ამ დროს 34 წლის მამაკაცმა პრეზიდენტზე თავდასხმა სცადა, თუმცა ის პრეზიდენტის დაცვამ დააკავა.
ინცინდენტის მიუხედავად კომოროვსკიმ, რომელიც მეორე ვადით იყრის კენჭს, ამომრჩევლებთან შეხვედრა განაგრძო.