უხალოეს მომავალში, შესაძლოა, საქართველოში რეალიზებული საწვავის სერტიფიცირების აუცილებლობის საკითხი დაისვას. ამის შესახებ `ჯი-ეიჩ-ენს~ საქართველოს სერტიფიცირებისა და მონიტორინგის ორგანოს ხელმძღვანელმა ვახტანგ იობაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ჯერ-ჯერობით საქართველოში რეალიზებული საწვავის სერტიფიცირება ქართული სერტიფიცირების ორგანოს მიერ, საწვავის იმპორტიორი კომპანიებისთვის ნებაყოფლობითია. თუმცა, მიმდინარეობს საკანონმდებლო ორაგანოს წარმომადგენლებთან კონსულტაციები და შესაძლოა, მალე სერტიფიცირების სავალუდებულოდ შემოღების საკითხიც დაისვას.
`საქართველოში საწვავი 100 პროცენტით იმპორტირებულია. სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოტანილ ნავთობპროდუქტს თან ახლავს სერტიფიკატი, თუმცა, საჭიროა მოხდეს გადამოწმება და შედარება არის თუ არა მართლაც ის პროდუქტი და როგორია მისი ხარისხი. ეს იმპორტიორი კომპანიისთვისაც სასარგებლოა და მთლიანად ქართული ბაზრისთვისაც~, - განაცხადა იობაშვილმა.
მისი თქმით, ქართული სერტიფიკატის აღება კომპანიებს მათ მიმართ საწვავის ხარიხსთან დაკავშირებით უსამართლო და სპეკულაციური განცხადებებისგან დაიცავს, ბაზარს კი - ფალსიფიცირებისგან.
`დღეს საქართველოში არსებული ვითარების გათვალისწინებით, საწვავი საკმაოდ ძვირია, ამდენად მომხმარებელს უფლება აქვს იცოდეს ყიდულობს თუ არა იგი ხარისხიან საწვავს. ამასთან, ხშირია სპეკულირება იმ თემით, რომ საქართველოში რეალიზებული საწვავი ტყვიას და სხვა ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს შეიცავს. საქართველოში მიღებულია სპეციალური სტანდარტი, რომლით განსაზღვრულ პარამეტრებსაც ქვეყანაში შემოტანილი ყველა ნავთობპროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს~, - განაცხადა იობაშვილმა.
მისი თქმით, მაშინვე, როდესაც ქვეყანაში ტყვიის შემცველი საწვავის არსებობაზე დაიწყო საუბარი, კომპანია "სოკარმა" გამოთქვა სურვილი მის მიერ საქართველოში ქსელში რეალიზებულ საწვავის სერტიფიცირება და ხარისხის რეგულარული მონიტორინგი განხორციელებულიყო.
`რეზულატატმა მოლოდინს გადააჭარბა, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ კომპანია `სოკარის~ საწვავთან ჩვენ არანაირი პრეტენზია არა გვაქვს, არც იმ ექსპერტებსა და სპეციალისტებს, რომლებიც მონიტორინგის პროცესში არიან ჩართულნიი~, - განაცხადა იობაშვილმა.
მისი თქმით, სერტიფიცირება მნიშვნელოვანია მსხვილი კომპანიებისა და თუ სახელმწიფო უწყბებებისთვის, რომლებიც საწვავის შესწყიდვაზე ტენდერს აცხადებენ. აუცილებელია აღნიშნულმა უწყბებემა იცოდნენ რა ხარისხის საწვავს ასხამენ ძვირადღირებულ ავტომობილში, ან მაგალითად სამხედრო ტექნიკაში.
ამასთან, როგორც იობაშვილი აღნიშნავს, რამდენიმე სერტიფიკატი კომპანია `ვისოლმა~-ც აიღო. მიმდინარეობს მოლპარაკებები კომპანია ~რომპერტოლისა~ და ~ლუკოილის~ წარმომადგენლებთანაც, რომ მათ მიერ რეალიზებული საწვავის ხარისხის კონტროლი და სერტიფიცირებაც განხორციელდეს.