მასშტაბური ავტოკატასტროფა ჩინეთში. შანსის პროვინციაში მიმავალი სამგზავრო ავტობუსი მოულოდნელად საგზაო ნაწილიდან გადავიდა და 30 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადაიჩეხა. საგზაო შემთხვევას 35 ადამიანი ემსხვერპლა, 17 კი მძიმედ დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი სავარაუდოდ გაიზრდება.