თეირანი იმედოვნებს, რომ ნავთობის ექსპორტის 3 თვეში სანქციებამდე პერიოდის მაჩვენებელს მიაღწევს. ამის შესახებ ირანის ნავთობის მინისტრის მოადგილემ როკნედინ ჯავადიმ განაცხადა. მისივე განცხადებით, 3 თვის განმავლობაში ირანული ნავთობის ექსპორტი დღეში 2,3 მილიონ ბარელამდე უნდა გაიზარდოს. დღეისათვის ირანი დღეში 1,9 მილიონი ბარელის ექსპორტს ახორციელებს.