"ეროვნული საბჭოს" წევრებმა კობა დავითაშვილმა და კახა კუკავამ რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის, ალექსანდრე ებრალიძის მიერ ორგანიზებულ ფორმუში მონაწილეობის სურვილი თავად გამოთქვეს. ამ განცხადებას ებრალიძის თანაგუნდელი და მეგობარი ვლადიმერ ხომერიკი აკეთებს.
ხომერიკი არ გამორიცხავს, რომ სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილ კონგრესზე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდება. შეგახსენებთ, რომ კონგრესზე ოფიციალური მიწვევით ჩასულმა რამაზ კლიმიაშვილმა დილით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კონგრესზე მისთვის მიუღებელი პოლიტიკური განცხადებები გაკეთდება, იგი შეხვედრას დატოვებს და პეტერბურგის ქუჩებში "ისეირნებს".
"ეროვნული საბჭოს" ლიდერები კობა დავითაშვილი და კახა კუკავა სანკტ-პეტერბურგში დღეს გაემგზავრნენ.