"რუსეთს არ აქვს უფლება, მეზობელი სახელმწიფოების ნატოში ინტეგრაციის საკითხში ჩაერიოს, მათ აქვთ უფლება, რომ ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხები თავად გადაწყვიტონ", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კლინტონის შეფასებით, რუსეთს ისევე როგორც სხვა ქვეყნის ევროპასთან ურთიერთობაზე ვეტოს დადების უფლება არ აქვს.
"ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, სურს თუ არა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია", - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.