ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობი" წევრებიც შეხვდნენ.
როგორც ოდრი გლოვერთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს პარტიის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განუცხადა, საუბრის მთავარი თემა მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და არსებული საარჩევნო გარემო იყო.
"ქრისტიან-დემოკრატებმა" შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს იმ კონკრეტულ ხარვეზებზე, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოიკვეთა.
მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ არსებობს დარღვევები, რომლის შესახებაც ეუთო-ს წარმომადგენლების ინფორმირება დროულად უნდა მოხდეს. შეხვედრაზე საუბარი ასევე არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარების პერსპექტივებს შეეხეხო.
"ქრისტიან-დემოკრატებთან" შეხვედრამდე ეუთო-ს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელს "ალიანსი საქართველოსთვის" წარმომადგენლები შეხვდნენ.