ნაციონალური მოძრაობა დაინტერესებულია მოაწყოს შოუ, განაცხადა ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახი კალაძემ გადაცემა "პირველი სტუდია"-ს ეთერში.
"ნაციონალურ მოძრაობას საერთოდ არ აინტერესებს რა ხდება ქვეყანაში. ამ ადამიანების მთავარი მიზანი არის, რომ შოუ მოაწყონ, რასაც ამ 2 დღის განმავლობაში აკეთებდნენ. ის, რომ ქვეყანაში არის პრობლემები, ის, რომ სოცისლური ფონი არის მძიმე - ეს ძალიან კარგად გვესმის და ამაზე ღიად ვსაუბრობთ. ჩვენ გავაცნობიერეთ, თუ რამდენად ძნელია ლარის დევალვაცია ქვეყანაში"
ამასთანავე კალაზემ აღნიშნა: "მინდა დავარწმუნო ყველა, რომ ყველანაირი შესაძლებლობა არსებობს იმისა, რომ უახლეოსს მომავალში ჩვენ დავინახოთ ლარის გამყარება".
მინისტრმა ასევე ისაუბრა დამატებით ინვესტიციებზე და აღნიშნა, რომ წელს ენერგეტიკის სფეროში
300 მილიონი დოლარის ამერიკული ინვესტიცია იგეგმება.