საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი აზიმ სადიკოვი მიიჩნევს, რომ საქართველოში ეროვნულ ბანკზე ზეწოლა დიდია. როგორც მან ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან გიორგი ქადაგიძესთან შეხვედრის შმდეგ განაცხადა, ეროვნულ ბანკზე ზეწოლა ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.
„გვაშფოთებს ის რაც თქვენს ქვეყანაში არსებობს, რადგან დიდია ზეწოლა ეროვნულ ბანკზე, ეს მიუღებელი და აზიანებს ქვეყნის ინტერესებს. ლარის გაცვლითი კურსი უნდა იყოს მცოცავი, ამ პოზიციას მხარი უნდა დავუჭიროთ, აქედან გამომდინარე არ უნდა გრძელდებოდეს ზეწოლა ეროვნულ ბანკზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიიჩნევს რომ ლარის გაუფასურება გამოიწვია დოლარის სიძლიერემ და გარე ფაქტორებმა. მცოცავი გაცვლითი კურსი რომ არ ყოფილიყო ქვეყანას ეს შოკი უფრო ძვირი დაუჯდებოდა,“ - აცხადებს აზიმ სადიკოვი.
ეროვნულ ბანკზე არსებული ზეწოლისა და საპარლამენტო კომისიის შექმნის საჭიროებაზე დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც ისაუბრა.