"სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის" განხორციელების შესახებ, ევროკომისიის მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ პროგრესის მიუხედვად, საქართველოს ხელისუფლების ნარკომანიასთან ბრძოლის ეროვნული პოლიტიკა კვლავაც სადამსჯელო ზომებს ეყრდნობა და არა სარეაბილიტაციო ღონისძიებებს.
ევროკომისია მოუწოდებს ხელისუფლებას შემდგომი პროგრესის მისაღწევად გადადგას შემდეგი ნაბიჯები: კიდევ უფრო გააძლიეროს ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული პოლიტიკის ის მხარე, რომელიც დაკავშირებულია მოწოდების შემცირებასთან, მათ შორის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანით, რომლებიც მიზნად დაისახავს გამიჯნოს ნარკოტიკების პირადი მოხმარებისთვის ფლობა და მათი რეალიზაცია; გაითვალისწინოს სამართლებრივი კონტროლის შემოღება პოლიციის მიერ დაუგეგმავად განხორციელებულ ნარკოშემოწმებებზე.