საპარლამენტო უმცირესობის წევრმი ეკა ხერხეულიძე დაინტერესდა, ეძებს თუ არა მთავრობა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს, მაშინ როდესაც, ხერხეულიძის თქმით, ისინი ევროპის წამყვანი ქვეყნების საპატიო სტუმრები და მრჩევლები არიან.
ოპოზიციონერი დეპუტატი პრემიერი-მინისტრის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ სამართალდამცავი უწყებების დეპოლიტიზირება მოხდა.
ხერხეულიძემ იმ ყოფილ მაღალჩინოსნებზე საუბრა, რომლებსაც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ბრალი წარედგინათ სხვადასხვა დანაშაულში.
„ბატონო ირაკლი, თქვენი თქმით, სრულად მოახდინეთ პოლიციისა და პროკურატურის დეპოლიტიზაცია. მაინტერესებს, იცით თუ არა თქვენ, რომ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ბაჩო ახალაია 22 თვე იმყოფებოდა წინასწარ პატიმრობაში და სხვათაშორის, მის იმართ დადგა 13 გამამართლებელი განაჩენი. იცით თუ არა, რომ ვანო მერაბიშვილი გაიტაცა გენპროკურორმა ციხიდან და ანგარიშწორებას ცდილობდა თავად.
იცით თუ არა, რომ გიგი უგულავა წინასწარ პატიმრობაში დარჩა მხოლოდ იმ მიზნით, რომ ბრალში მხოლოდ ერთი სიტყვა ჩააზუსტეთ. ამის შესახებ თუ გაქვთ წარმოდგენა, ვერცერთ შემთხვევაში ვერ დაიტრაბახებდით დეპოლიტიზაციაზე. მინდა გითხრათ, რომ იმ ადამიანებზე, რომლებზეც გამოცხადებული გაქვთ საერთაშორისო ძებნა, ინტერპოლი არ იღებს წარმოებაში. ასევე, აგებთ სასამართლო დავებს ევროპაში, საბერძნეთში, საფრანგეთში...
მაინტერესებს, არ გყოფნით კომპეტენცია საქმის წარმოების და ამიტომ აგებთ პროცესებს, თუ პირდაპირ, ხაზს უსვამთ ამით პოლიტიკურ დევნას? აამიანები, რომელბიც თქვენთან დევნილები არიან, ისინი ჩვენი ქვეყნის პარტნიორი ქვეყნების საპატიო სტუმრები და მრჩევლები არიან სამ მოწინავე ევროპულ ქვეყანაში. იით თუ არა ამის შესახებ და ეძებთ თუ არა კიდევ მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს“,- მიმართა ხერხეულიძემ პრემიერ-მინისტრს.
პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სდომაზე, განახლებულ მთავრობას ნდობა უნდა გამოუცხადოს.