პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა დაგროვებითი საპენსიო სისტემის ძირითადი პრინციპების ჩამოყალიბებაზე მუშაობს. როგორც მან პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სისტემა სავალდებულო საპენსიო დაზღვევას დაეფუძნება.
„დაგროვებითი საპენსიო სისტემის ძირითადი პრინციპების ჩამოყალიბებაზე ვმუშაობთ. საპენსიო სისტემის არსებითი რეფორმა, რომელიც ამ სისტემის დაგროვებით პრინციპზე გადასვლას ითვალისწინებს, სავალდებულო საპენსიო დაზღვევას დაეფუძნება. რეფორმის შედეგად, სისტემაში მნიშვნელოვან როლს კერძო საპენსიო ინსტიტუტები შეასრულებენ“, - განაცდხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე განმარტებით, პენსიის ოდენობა მხოლოდ სადაზღვევო სტაჟისა და სადაზღვევო შენატანის ოდენობაზე იქნება დამოკიდებული. ღარიბაშვილის თქმით, სოციალური დახმარების პროგრამის მიზნობრიობაც გაიზრდება.