ბრიტანელ ლეიბორისტთა ლიდერი გადადგა. ამის შესახებ ედ მილიბენდმა "სკაი ნიუსის" ეთერში განაცხადა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მისი პარტია საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა. მანამდე გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო ლიბერალ-დემოკრატთა ლიდერმა ნიკ კლეგმაც. საპარლამენტო არჩევნები გაერთიანებულ სამეფოში კონსერვატორთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. კამერონის პარტია მომავალ საკანონმდებლო ორგანოში 325 მანდატს მიიღებს.