საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს სრულფასოვნად მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ევროინტერგაციიასთან დაკავშირებით.
,,მათ შორის, როგორც კონკრეტული სარგებლის, ისე იმ ღირებულებების თაობაზე, რასაც საქართველოს ევროპული განვითარების გზა გულისხმობს ადამიანის უფლებების, თავისუფლებების, იდენტობისა და თვითმყოფადობის დაცვის თვალსაზრისით. ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის გატარებას, - ეს არის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები. ის, რომ დღეს რუსეთის ბაზარი ღიაა, მრავალი ჩვენი მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცახდა პრემეირმა.
მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა საერთაშორისო რეაქციის მობილიზებას რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკისა და ანექსიისაკენ მიმართული ნაბიჯების საპასუხოდ.
,,მომავალშიც განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა საერთაშორისო რეაქციის მობილიზებას რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკისა და ანექსიისაკენ მიმართული ნაბიჯების საპასუხოდ”, -ამის შესახებ პრემიერმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის განახლებული პროგრამის წარდგენისას განაცხადა.