ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ან ბრასერმა საქართველოს პარლამენტის და მთავრობის წევრებს ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში სიტყვით მიმართა. მან ქართულ მხარეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და რეკომენდაციები მისცა.
,,პრაქტიკულად, ჩვენ ყველანი ერთ ოჯახს ვეკუთვნით, რომელიც დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და თავისუფლებას ეფუძნება. მაგრამ იმისთვის, რომ გქონდეს დემოკრატია და კანონის უზენაესობა, საჭიროა ქვეყანაში ინსტიტუციები იყოს ძლიერი. როგორც ჩვენ შევთანხმდით, თქვენ გჭირდებათ რეფორმები საარჩევნო კანონმდებლობაში, სასამართლო სისტემაში. ევროსაბჭო მხარს გიჭერთ თქვენ ყველა ჩვენი ინსტიტუციებით და ექსპერტებით. მოხარული ვარ, რომ კარგი ურთიერთთანამშრომლობა გვაქვს. პარლამენტში უზარმაზარი პასუხისმგებლობა აკისრია, როგორც მის უმრავლესობას, ისე ოპოზიციას. მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად უთანხმოებებისა პოლიტიკური განხილვები და ურთიერთპატივისცემა იყოს“, - განაცხადა ან ბრასერმა.