ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის წინ, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, 200-მდე ადამიანია შეკრებილი. საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის გადადგომას მოითხოვენ და კანონმდებლებს მოუწოდებენ არ გამოუცხადონ ნდობა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაა, რომელსაც პარლამენტის შესასვლელი ბარიკადებით აქვს შემოსაზღვრული.
შგახსენებთ, მინისტრთა კაბინეტი გუშინ საკომიტეტო მოსმენებსა თუ ფრაქციების სხდომებზე განახლებული პროგრამით წარსდგა. ნდობის ხელახლა გამოცხადებამდე, მათ დეპუტატებს სამოქმედო გეგმა და მიმდინარე პროექტები გააცნეს. განახლებულ მთავრობას პარლამენტმა დღეს ნდობა უნდა გამოუცხადოს.