პელეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 74 წლის ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გულის ოპერაცია გადაიტანა. ამჟამად ის სან-პაულოს კარდიოლოგიურ კლინიკაში იმყოფება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში პელე საავადმყოფოში მეორედ მოხვდა. გასული წლის ნოემბერში მას თირკმელიდან კენჭი ამოუღეს.