საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე რიგის სამიტის წინ ევროკომისიის პრეზიდენტს, ჟან-კლოდ იუნკერს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს, მარტინ შულცს ერთობრივი წერილით მიმართავენ. წერილში საუბარია რიგის სამიტთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდონებზე, ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთგულებასა და შეუქცევადობაზე. წერილში ასევე აღნისნულია ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი რეგიონში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესების ფონზე, როდესაც რუსეთი უხეშად არღვევს მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ეწინააღმდეგება სუვერენული ერების თავისუფალ არჩევანს. საქართველოს ლიდერებთა განცხადებით, რიგის სამიტმა უნდა აჩვენოს, რომ ევროკავშირი ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების ერთგულია.