პარლამენტი დღეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე იმსჯელებს. რიგგარეშე სხდომა პრეზიდენტის განკარგულებით ჩატარდება. დღესვე თინა ხიდაშელსა და გიგლა აგულაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილებას შეუწყვეტენ. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე გადაწყვეტილებას მიიღებს, სავიზო რეჟიმის გამარტივებაა, რომლის თაობაზეც მთავრობის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს მესამე მოსმენით უყრიან კენჭს.