საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საყდრისის საბადოს ლიცენზია ძველი ხელისუფლების დროს გაიყიდა. როგორც მან ოპოზიციონერი დეპუტატის სერგო რატიანის კითხვაზე პასუხისას განაცხადა, ნაციონალებმა ძალიან კარგად იციან, რომ მოხდა ლიცენზიის გაგრძელება და არა გადაცემა.
სერგო რატიანმა პრემიერს სიტყვა გააწყვეტინა - "მესმის, რომ ოქრო კარგია, უყვარს ბატონ ბიძინას, მაგრამ რატომ გადაეცით უფასოდ, მარტივ კითხვას გისვამთ", - მიმართა რატინმა პრემიერს.
ღარიბაშვილის განმარტებით, ლიცენზიაში გადახდილი იქნა თანხა. ამის შემდეგ ოპოზიციონერები თანხის ოდენობით დაინტერესდნენ.
"თქვენ დროს მოხდა ამ ლიცენზიის გაყიდვა. ვინაიდან კომპანიამ ვერ შეძლო ობიექტური მიზეზების გამო იქ სამუშაოების განახლება, სწორედ აქედან გამომდინარე მიიღო მთავრობამ გადაწყვეტილება და კომპანიას მიეცა საშუალება, გაეგრძელებინა სამუშაოები. 3 ათასი ადამიანი მუშაობს ამ კომპანიაში და არსებობდა რეალური საფრთხე, რომ 3 ათასი ოჯახი დარჩენილიყო შემოსავლის გარეშე", - აღნიშნა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ბატონ ივანიშვილს არავითარი ინტერესი არ აქვს არც ოქროს საბადოში და არც რომელიმე სხვა საწარმოში,