საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძემ იტალიაში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე, ქართულ-იტალიურ ურთიერთობებზე ისაუბრა. იტალიელ კოლეგებთან შეხვედრების დროს, მთავარი თემა უსაფრთხოების საკითხები და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ვითარება იყო.
საუბარი იტალია - საქართველოს შორის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობაზე და საქართველოში ეკონომიკური პროგრამებისა და ინვესტიციების განხორციელებასაც შეეხო.
"საქართველოს ბევრი მეგობარი ყავს, მათ შორის იტალიის პარლამენტში, მისი თავმჯდომარის სახით, არიან ადამიანები ვისაც აინტერესებთ საქართველოს პრობლემები და სურთ საქართველოს დახმარება. ჩვენ ძალიან საჭირო შეხვედრები გვქონდა იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება იტალია საქართველოს დაეხმაროს როგორც პოლიტიკური ისე ეკონომიკური კუთხით", - განაცხადა ბაქრაძემ.