თბილისის საკრებულოს არჩევნებში, "სახალხო დემოკრატებმა" მაჟორიტარ კანდიდატად ცნობილი მსახიობი და რეჟისორი, ზაზა კოლელიშვილი წარადგინეს. კანდიდატის პრეზენტაცია პარტიის ლიდერმა, ნიკა ივანიშვილმა დღეს, დიღმის მასვში მოახდინა.
ივანიშვილის განცხადებით, კოლელიშვილი ყველასთვის საყვარელი მსახიობი და ადამიანია.
"სახალხო დემოკრატების" ლიდერი დიდუბის მოსახლეობას კოლელიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.