"ივანიშვილი-სახალხო დემოკრატებმა" საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად "მწვანეთა პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, გია შერვაშიძე დაასახელეს. ამის შესახებ დღეს, "სახალხო დემოკრატების"'ოფისში ივანიშვილის პარტიასა და "მწვანეებს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისას გახდა ცნობილი.
ხსენებული მემორანდუმი ორი პარტიის მხრიდან ადგილობრივ არჩევნებში ბლოკის პრინციპით მონაწილეობას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შერვაშიძე, გადამდგარი გენერალი, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრიდა კენჭს.