"ეროვნული საბჭოს" ლიდერები ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ოდრი გლოვერს შეხვდნენ.
ძიძიგური-ნოღაიდელი-დავითაშვილის ტრიადამ გლოვერს ის დარღვევევი გააცნეს, რომელიც მათ წინასაარჩევო პერიოდში გამოავლინეს.
როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, ეუთოს სადამკვირვებლო მისია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით 10 მაისს პირველ, ხოლო 26 მაისს მეორე შუალედურ მოხსენებას წარმოადგენს.
"ჩვენ მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ქალბატონ ოდრი გლოვერს გავაცანით დოკუმენტური მასალები იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება. ხაზი გავუსვით ბოლოდროინდელი დარღვევების ფაქტებს, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა", - განუცხადა საბჭოს ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ.